,,გამარჯობა, მე დევიდი მქვია” – 65 წლის ვუნდერკინდი

1953 წელს ავტრალიაში დაფუძნებული პოლონელი ებრაელების ოჯახში პიანინოს ყიდულობენ. ოჯახი საჭირო ავეჯის შეძენასაც ვერ ახერხებს, ოჯახის უფროსმა – პიტერ ჰელფგოტმა კი პიანინოს ყიდვა გადაწყვიტა, რათა თავის ხუთი წლის ვაჟს, დევიდს პიანინოზე დაკვრა ასწვალოს. ცოტა ხნის შემდეგ, ავსტრალიური პრესა დევიდს ვუნდერკინდს უწოდებს, მოგვიანებით, მისი პედაგოგები თანხის შეგროვებას დაიწყებენ, რათა 14 წლის გენიოსს შეერთებულ შტატებში კარგი მუსიკალური განათლების მიღების საშუალება მისცენ. დევიდის მამა, რომელმაც ოჯახი 40-იან წლებში დაკარგა, ბიჭს სასწავლებლად არ გაუშვებს,  თუმცა ხუთი წლის შემდეგ, დევიდი ლონდონში გაემგზავრება, სადაც მას შიზოაფექტური აშლილობის პირველი სიმპტომები გამოუვლინდება. რის შედეგადაც იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდება და მუსიკა მის ცხოვრებას 11 წლით დატოვებს.

620839550

სინედოკზე, თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, რეჟისორ კასიმა ლენგის ფილმი სახელად – ,,გამარჯობა, მე დევიდი მქვია”, საკონკურსო პროგრამაში აჩვენეს და ფილმი იმ ავსტრალიელი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაშიც მუსიკა დაბრუნდა. 65 წლის ვუნდერკინდის შესახებ, რომლემაც თუკი თვალი მოგკრათ, აუცილებლად მოვა, გადაგეხვევათ და გეტყვით, რომ მას დევიდი ჰქვია.

 

ფილმი ფოკუსირდება დევიდის ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა იგი შტუტგარდის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ტურნეში იყო წასული და ევროპის პრესტიჟულ მუსიკალურ დარბაზებში, კონცერტებს მართავდა. რაც არც ისე ადვილია, თუკი შიზოაფექტური აშლილობა გაქვს. აშლილობა, რომელიც აერთიანებს როგორც შიზოფრენიის ასევე ბიპოლაურლი აშლილობის, დეპრესიის, მანიისა თუ ჰაიპომანიის სიმპტომებს. დევიდის ცხოვრება დაუსრულებელი მანიური ეპიზოდია. მას უჭირს ერთ საგანზე კონცენტრირება, ერთ ადგილას გაჩერება და აზრის სწორხაზოვნად ჩამოყალიბება. ამიტომ, როდესაც რახმანინოვს უკრავს, იგი მუდმივად საუბრობს, თვალები ოთახის სხვადასხვა კუთხეში გაურბის, თითოეულ მსმენელთან უხმო კომუნიკაციას ამყარებს.  ფსიქიკური აშლილობა არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ სუპერძალაცაა და ამაში მაშინვე რწმუნდები, როდესაც დევიდი მუსიკალურ ინსტრუმენტთან აღმოჩნდება. იგი არ იღლება. მოზღვავებულ ენერგიას თავის პერფორმანსში დებს. მისი აჟიტირება, რომელიც სხვა დროს შეიძლება არაჯანსაღი გეჩვენოს, მისი შესრულებისას საოცრად ორგანული და ჰაერივით საჭიროა. და ვიდრე დევიდი უკრავს, ჯილიანი ელოდება. ჯილიანი მისი ცოლია. ქალი, რომელმაც ფსიქიკური აშლილობის მიღმა, როგორც თვითონ ამბობს, საოცრად განსაკუთრებული პიროვნება დაინახა და ცხოვრება მას დაუკავშირა.

ცოლი დევიდს არასდროს შორდება, გასტროლებზე მასთან ერთადაა და ეხმარება სუპერძალასთან ერთად ცხოვრების სიმძიმე – შეუმსუბუქოს, ხოლო განსაკუთრებულობა თანაზიარი გახადოს. ჯილიანი მეუღლეს ბავშვს ადარებს – ცელქს, მოუსვენარს, გულწრფელს, მხიარულს, პოზიტივით სავსეს, რომელსაც სურს გაიცნოს, გაიგოს და შეიმეცნოს და ფილმში დევიდის ყურებისას, მართლაც გახსენდება ბავშვი, რომელსაც წლების წინ ვუნდერკინდი უწოდეს და ხვდები, რომ ის ბავშვი არსად გამქრალა. ხშირად ადამიანები მხოლოდ მენატალურ აშლილობასა და მის სიმპტომებს ხედავენ, მათ მიღმა მდგომი ადამიანის შემჩნევა კი უჭირთ. კასიმა ლენგი კი გვაცნობს დევიდს, ქმარს, მეგობარს, პიანისტს. დევიდს და არა მის მენტალურ აშლილობას.

დევიდ ჰელფგოტის ნახვისას რწმუნდები, რომ შენი შინაგანი ხმა სრულ სიმართლეს გკარნახობდა და რომ შენი მენტალური აშლილობა არ განსაზღვრავს შენს პიროვნულობას.  იგი არ განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ხარ შენ. იგი შენი ნაწილია. ნაწილი, რომელიც შეგიძლია სუპერძალად აქციო.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s