მენტალური აშლილობა და პირადი ურთიერთბები – ვუთხრათ თუ არ ვუთხრათ?

საკუთარი მენტალური პრობლემების აღიარება რთულია. რაღაც მომენტში გგონია, რომ თუკი ხმამაღლა არ იტყვი, ან ამაზე ფიქრს შეწყვეტ, ყველაფერი თავისით მოგვარდება.  სიმართლე ისაა, რომ ეს ასე არ ხდება.  თუმცა, აღიარებასა და გასაჯაროვებასთან ერთად, ყველაფერი მარტივდება – აღარ გამძიმებს საიდუმლო, აღარ ცდილობ თავი მოიტყუო, სწავლობ როგორ აკონტროლო საკუთარი თავი და ქცევები, როცა ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევ უკეთ უმკლავდები სტრესულ სიტუაციებს და რაც მთავარია, იღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლოა კონფრომისტულია, თუმცა მაქსიმალურად გარიდებენ საფრთხესა და ნეგატივს. ჩემს შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იყო ეს საკითხი ოჯახის წევრებთან და მეგობრების უმეტესობასთან არ მეხსენებინა. არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რაც მთავარია მუშაობს.

მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ურთიერთობას ვიწყებთ და არ ვიცით, ვუთხრათ თუ არა ჩვენს პარტნიორს ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ? სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე ზუსტი პასუხი თავადაც არ მაქვს.  სანამ იმაზე დავიწყებდი ფიქრს, რომ ყველა ურთიერთობა განსხვავებულია და რეცეპტს ვერ გასცემ, დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა ამ თემაზე ღიად საუბარი ჩემს წინა ურთიერთობებზე. გახდიდა თუ არა ეს ახსნადს და რაც მთავარია მისაღებს, თვეში რამდენჯერმე დაშორებებს, შერიგების თხოვნებს, რამდენიმე კვირიან გაუჩინარებებს, ზედმეტ უხეშობებს და უამრავ სხვა რამეს, რამაც საბოლოო ჯამში ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ამაზე ფიქრისას მივხვდი, რომ პასუხის ძიება აზრს მოკლებული იყო.

f576e17c57812641aa486b1852fb123d

 

ბოლო რამდენიმე თვეა, ხშირი კონტაქტი მაქვს ადამიანებთან, რომლებსაც მენტალურ აშლილობებთან უწევთ გამკლავება. მათი ნაწილი ურთიერთობაშია, ზოგიერთი ქორწინებაში.  იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ურთიერთობაშია გულახდილად საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რომელებსაც თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო აწყდებიან. ისინი საკუთარ ისტორიებს უსაფრთხო სივრცეში, იმ ადამიანებს გვიზიარებენ, რომელთა მხარდაჭერისა და დახმარების იმედი აქვთ. მათი ისტორიების მოსმენინსას აღმოვაჩინე, რომ მენტალური აშლილობების მქონე ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც რომანტიკულ ურთიერთბებში იმყოფებიან, პრობლემები სწორედ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქვთ. გარდა ამისა, დაკვირვების შედეგად, გავაკეთე მეორე აღმოჩენაც – პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციები არა მათი, არამედ მათი პარტნიორების მიზეზით იჩენს თავს.

ერთხელ, ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა – ალბათ სასიამოვნოა, როცა მენტალური აშლილობა გაქვს, ყველა შეცდომას მას გადააბრალებო. იმ ნაცნობების გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლებიც ვახსენე, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანმა ურთიერთობა არ გაწყვიტა (ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრულ ადამინთთა 57% უარს ამბობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებთან ერთიერთობაზე), მას შემდეგ რაც გაიგო თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ იგი თქვენს მდგომარეობას თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.  თითოეულ ცხოვრებისეულ პრობლემას მენტალურ აშლილობას დაუკავშირებს; უთანხმოებისას და კამათისას, თქვენს მოსაზრებას ვალიდურად არ ჩათვლის, იმ მიზეზით, რომ თქვენ მენტალური აშლილობა გაქვთ; ნებისმიერ ქცევასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც არ მოეწონება,  მენტალური აშლილობის გამო გაკეთებულად და მიღებულად ჩათვლის. მარტივად რომ ვთქვათ, გააკეთებს იმას, რისიც ყველა მენტალური აშლილობის მქონე ადამიანს ეშინია – ვერ შენიშნავს პიროვნებას, მენტალური აშლილობის უკან.

თუკი ამ საკითხზე რესურების ძებნას დაიწყებთ, დარწმუნებული ვარ, მთელი მსოფლიოს ყველა ბლოგი თუ ონლაინ გამოცემა, ერთხმად გირჩევთ, რომ თქვენს პარტნიორს სიმართლე უთხრათ. ისინი სიმამაცისა და გულახდილობის წახალისებას მოახდენენ, რაც მისასალმებელია, თუმცა სანამ ვინმეს სიმამაცის აქტის განხორციელებას ვურჩევთ, გააზრებული უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ის პრობლემები, რომლებსაც ადამიანები პირად ურთიერთობებში აწყდებიან, არამედ ის პრობლემები, რომლებსაც მენტალური აშლილობების მქონე ადამიანები უმკავდებიან. პრობლემები, რომლებიც განსხვავდებიან ადამიანის ხასაითის, მისი აშლილობის, ამ აშლილობის ტიპის, სიმპტომების ინტენსიურობის და სხვა უამრავი მიზეზიდან გამომდინარე.

როცა ინფორმაციას გასცემ, მასზე  კონტროლსაც კარგავ. ამიტომ, სიმართლის თქმა სიფრთხილეს მოითხოვს. თუ ვინმესთვის სიჩუმე მუშაობს, რატომ არ შეიძლება სრულ გულახდილობაზე უარი თქვას და თავდაცვის მიზნით ყველაფერს არ ახადოს ფრადა? ისეთი კომპლექსური, რთული და ურთიერთსაპირისპირო, როგორიც შეიძლება პირადი ურთიერთბები იყოს, ასეთივე კომპლექსურ, რთულ და ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვენ და თუკი სწორი ადამიანი, ადამიანი რომელიც გაიზარებს იმას, რომ მენტალური აშლილობის მქონე პირი უფრო მეტია, ვიდრე მისი აშლილობა,  არ აღმოჩნდება საჭირო, ან მის პოვნას ვერ მოვახერხებთ, თუკი, ჩვენს მცდელობებს პარტნიორი საკითხის შესახებ განვანათლოთ, შედეგი არ ექნება, მაშინ თავისუფლები უნდა ვიყოთ კონფრომიზმის საფარქვეშ ურთიერთბები ვაწარმოოთ, მანამ სანამ ისინი ჩვენთვის მისაღები და დამაკმაყოფილებლები იქნებიან.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s