13 Reasons Why – რას გვასწავლიან სერიალები

 

13 Reasons Why ამერიკული მოზარდთთა დრამაა, რომელიც ნეთფლიქსმა დისტრიბუციაში 2017 წლის მარტში გაუშვა.  სერიალი ახალგაზრდა გოგონა, ჰანა ბეიკერზეა, რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და ტოვებს 13 ჩანაწერს, თვითმკვლეობის 13 მიზეზსს.   სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ვიდრე მისი შემქმნელები, სატელევიზიო შოუს შესაძლო გაგრძელებასა და მეორე სეზონზე საუბრობენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები სერიალს მოზარდთათვის არასწორი მესიჯების გაგზავნასა და სუიციდის თემის საზიანოდ გაშუქებაში ადანაშაულობენ.

636268249942475577-2052136067_13-reasons-why-serie-de-tv-sound

 

მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ავსტარლიურმა ორგანიზაციებმა, შეშფოთება გამოთქვეს იმ გავლენაზე, რომელიც სერიალს მაყურებელზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე ჰქონდა. მათი თქმით, სერიალის გაშვებიდანვე გაიზარდა სუიციდთან დაკავშირებული ზარებისა და შეტყობინებების რაოდენობა.  ავსტრალიის მთავრობას, სპეციალური პროგრამის ფარგლებში შემუშავებული აქვს წესდება, რომლის პუნქტების გათვალისწინებაც რეკომენდირებულია სუიციდის თემის გაშუქებისას. წესდებას აქტიურად იყენებენ ავსტრალიელი ჟურნალისტები და სატელევიზიო არხები. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამერიკული სერიალის შემქმნელებმა არ გაითვალისწინეს სუიციდის გაშუქებასთან დაკავშირებით შემუშავებული რჩევები და საკითხი არასწორად, მაყურებლისთვის საზიანოდ გააშუქეს.

თემის არასწორი გაშუექბა შეიძლება საზიანო და ფატალური აღმოჩნდეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ნეთფლიქსის პროდუქტი, ადამიანებზე უარყოფით გავლენას ახდენს და მაყურებლებს უბიძგებს სუიციდი განიხილონ როგორც პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა.

მხოლოდ  შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 5 ათასი მოზარდი ცდილობს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს.  ჯალეა სქინი, მენტალური ჯანმრთელობის ამერიკული ინსტიტუტის დირექტორი, სერიალის მიერ სუიციდის რომანტიზებაზე საუბრობს. მისი თქმით, სერიალში თვითმკვლელობის სცენა მკვეთრად გრაფიკულად იყო გადმოცემული. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი, რომელშიც მსგავსი სცენა იყო, შეიცავდა გაფრთხილებას სცენის შესახებ, ეს არ არის საკმარისი, რადგან შეცდომა საკითხის გაშუქებაშია დაშვებული.  გარდა ამისა, შოუ არ მოუწოდებს ახალგაზრდებს დახმარება ითხოვონ, რათა მდგომარეობას გაუმკლავდნენ.  უარყოფითად და საზიანოდაა გადმოცემული მშობლების დამოკიდებულება და მშობლის, როგორც გვერდში მდგომი ადამიანის როლი.

სერიალის მთავარ პრობლემად მის მთავარ იდეას მიიჩნევენ. სერიალში მთავარი პერსონაჟი ტოვებს 13 ჩანაწერს, რაც მაყურებელს უქმნის ილუზიას, რომ მთავარი პერსონაჟი თვითმკვლელობის შემდეგ სიცოცხლეს აგრძელებს. სერიალი ცენტრალური საკითხი თვითმკვლეობაა. თუმცა, მაყურებელი ვერ აღიქვამს თვითმკვლელობას სერიოზულად, რადგან თვითმკვლელი ადამიანი სერიალის პერსონაჟად ყოფნას განაგრძობს. აქცენტი არ არის იმაზე გაკეთებული რომ ჰანა ბეიკერი მოკვდა და ამით მისი სიცოცხლე დასრულდა. მაყურბეელს შეიძლება გაუჩნდეთ მოსაზრება, რომ სუიციდის შემდეგ მათ შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ მიმდინარე მოვლენებზე და ჩართულები იყვნენ ,,სანახაობრივ” ნარატივში.

მოზარდები უფრო მეტს ფიქრობენ სუიციდზე, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ხშირად მათ მიერ თვითმკვლელობა სხვისი დასჯის მეთოდადაა განხილული.  მათ აინტერესებთ შედეგი, რომელიც მათ გარდაცვალებას მოჰყვება, თუმცა აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ ისინი ამ შედეგს ვეღარასოდეს იხილავენ. სერიალი გვიქმნის ილუზიას, რომ ადამიანი რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იმ შედეგების მოწემეა, რომელიც მის გარდაცვალებას მოჰყვა თან.  სერიალი ახდენს სუიციდის რომანტიზებას. სუიციდი განხილულია როგორც საინტერესო, სანახობრივი, დრამის გამომწვევი მოვლენა და რაც მთავარია მოვლენა, რომელიც არ არის სეიროზული და რომლის გამოსწორებაც შეიძლება.

 

თუკი თვლით რომ რთულ ფსიქლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებით , დახმარებისთვის მიმართეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს : 2 25 30 30.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s