წრეზე ცეკვა, ანუ ეპიზოდთა მონაცვლეობა მენტალური აშლილობების დროს

ამ ბლოგზე დაბრუნება და წერა უძღები შვილის დაბრუნებას ჰგავს.  თითქოს აქაურობამ დაკარგა ის ფუნქცია, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა - გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება სხვებისთვის და მიგვეცა რჩევები, რომლებიც ჩვენს შემთხვევებში მუშაობენ. პირველი რამდენიმე პოსტი ეხებოდა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისადმი მიმღებლობას და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია სხვების გამოცდილება გავიზიაროთ და მათ გავუგოთ, მაგრამ როგორ შეიძლება გაგიგოს სხვამ, … Continue reading წრეზე ცეკვა, ანუ ეპიზოდთა მონაცვლეობა მენტალური აშლილობების დროს

Advertisements

გამარჯობა, მე ფსიქიკური აშლილობა მაქვს

მეშვიდე კვირა ფსიქოლოგთან, მერვე კვირა ანტიდეპრესანტებზე, წლობით უგულებელყოფილი შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა, ხუთი სერიოზული პანიკის შეტევა და აი ახლა აქ ვარ. გამარჯობა, მეც ფსიქიკური აშლილობა მაქვს. გქონდეს შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა და ამასთანავე იყო სოციალურად აქტიური ნელ ცეცხლზე წვას ჰგავს. თითქოს ყოველდღე კოცონს შენივე ხელით ანთებ და შემდეგ ელოდები როდის ჩაქვრება თავისით. საინტერესო ისაა, რომ … Continue reading გამარჯობა, მე ფსიქიკური აშლილობა მაქვს

როცა კარგად ხარ

დიდი ხანია აღარ დამიწერია. იმიტომ, რომ კარგად ვიყავი. აღარც ჟურნალს ვაწარმოებდი, აღარც ბლოგზე ვწერდი, აღარც ლიტერატურას ვკითხულობდი, აღარც იმ ადამიანებს ვეხმიანებოდი, ვისაც ჩემი მსგავსი პრობლემები აქვთ, აღარც ფსიქოლოგთან დავდიოდი. იმიტომ, რომ კარგად ვიყავი. ვიღაც ქალი წერდა, მენტალურ დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენა, იმის ილუზიის შემქნაა, რომ ყველაფერი მაგიურად მოგვარდა და თავისუფალი ხარო. როცა გგონია, რომ … Continue reading როცა კარგად ხარ

,,უცხო სამოთხეში” – ცხოვრების საგზური ევროპაში

საკლასო ოთახი. რამდენიმე აფრიკელს კოპწია პერანგსი გამოწყობილი ჰოლანდიელი ევროპის შესახებ უყვება. ყოველი იქ მჯდომისთვის ბებერ კონტიტნენტზე მოხვედრა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ზოგი უსაფრთხოებას დაეძებს, ზოგი- დასაქმებას და მისგან მომდინარე კეთილდღეობას, ყველას კი ერთი აერთიანებს - გამოექცეს იმ აუტანელ პირობებს, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვის გადალახვა და ლტოლვილთა ბანაკში შესახლება აიძულა. საკლასო ოთახში შეკრებილებს ევროპელთა სტუმარტმოყვარეობის იმედი აქვთ, თუმცა რამდენად … Continue reading ,,უცხო სამოთხეში” – ცხოვრების საგზური ევროპაში

,,გამარჯობა, მე დევიდი მქვია” – 65 წლის ვუნდერკინდი

1953 წელს ავტრალიაში დაფუძნებული პოლონელი ებრაელების ოჯახში პიანინოს ყიდულობენ. ოჯახი საჭირო ავეჯის შეძენასაც ვერ ახერხებს, ოჯახის უფროსმა - პიტერ ჰელფგოტმა კი პიანინოს ყიდვა გადაწყვიტა, რათა თავის ხუთი წლის ვაჟს, დევიდს პიანინოზე დაკვრა ასწვალოს. ცოტა ხნის შემდეგ, ავსტრალიური პრესა დევიდს ვუნდერკინდს უწოდებს, მოგვიანებით, მისი პედაგოგები თანხის შეგროვებას დაიწყებენ, რათა 14 წლის გენიოსს შეერთებულ შტატებში კარგი მუსიკალური … Continue reading ,,გამარჯობა, მე დევიდი მქვია” – 65 წლის ვუნდერკინდი

როგორ გავუადვილოთ ცხოვრება ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად ბევრს ფიქრობენ

მე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ. ინგლისურად ამის აღმნიშვნელი ძალიან კარგი სიტყვა - OVERTHINKER არსებობს. ყველა ადამიანი ფიქრობს განუწყვეტლივ, მაშინ ყველანი overthinker-ები ვართ? მგონია, რომ არა. მე არ მაქვს დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში, რომ ამ საკითხზე რამე დაზუსტებით ვთქვა და სახელს ყველაფერს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვარქმევ. ჩემი გამოცდილება კი, ასეთია: მე ძალიან მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, ჩემთვის ყოველთვის არსებობს … Continue reading როგორ გავუადვილოთ ცხოვრება ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად ბევრს ფიქრობენ

როგორ გრძნობ თავს შფოთვითი შეტევის დროს

ბავშობის კოშმარებიდან გადმოსული, ხახა გადმოგდებული მონსტრი ყურთან გიდგას და ხმამაღლა სუნთქავს. გიჩნდება თითქმის ხელით შესახები შეგრძნება რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. არაფერი ხდება, მაგრამ ელოდები გამოუსწორებელ ტრაგედიას, რადგან იცი რომ ეს აუცილებლად მოხდება. იჭამ ფრჩხილებს. ექაჩები თმის ძირებს. იჭამ ტუჩებს. თითებს ატკაცუნებ. იბან ხელს და სააბაზანოდან გამოდიხარ. გამოსვლისთანავე უკან ბრუნდები და ისევ იგივეს აკეთებ. სადაცაა … Continue reading როგორ გრძნობ თავს შფოთვითი შეტევის დროს

13 Reasons Why – რას გვასწავლიან სერიალები

  13 Reasons Why ამერიკული მოზარდთთა დრამაა, რომელიც ნეთფლიქსმა დისტრიბუციაში 2017 წლის მარტში გაუშვა.  სერიალი ახალგაზრდა გოგონა, ჰანა ბეიკერზეა, რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და ტოვებს 13 ჩანაწერს, თვითმკვლეობის 13 მიზეზსს.   სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ვიდრე მისი შემქმნელები, სატელევიზიო შოუს შესაძლო გაგრძელებასა და მეორე სეზონზე საუბრობენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები სერიალს მოზარდთათვის არასწორი მესიჯების … Continue reading 13 Reasons Why – რას გვასწავლიან სერიალები

განსხვავება ნერვიულობასა და შფოთვის შეტევებს შორის

  წარმოიდგინეთ, რომ გამოცდაზე გადიხართ. გინდათ რომ კარგი ქულა მიიღოთ, თუმცა სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხეთ.  ამის გამო, შესაძლოა გამოცდამდე ინერვიულოთ. თუმცა, როგორც კი გამოცდას ჩააბარებთ, ნერვიულობასაც შეწყვეტთ. ახლა წარმოიგდინეთ, რომ გამოცდიდან გამოხვედით, მაგრამ ისევ ისე ნერვიულობთ, როგორც შესვლამდე.  თქვენ შესაძლოა მეგობრებთან ერთად გამოცდის შედეგები აღნიშნოთ და სადმე დასხდეთ, თუმცა ნერვიულობა არც მაშინ დაგტოვოთ. მოგვიანებით, მეგობრებს … Continue reading განსხვავება ნერვიულობასა და შფოთვის შეტევებს შორის

კონცენტრაციის ნაკლებობა, ანუ არეული კარადის პრინციპი

მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები დროდადრო ყველას გვაქვს. ზედმეტად დატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილები ხშირად დაბნეულები, გულმავიწყები ვხდებით.  ბევრ საქმეს შეჭიდულები, რომელიმე ერთზე კონცენტრაციას ვერ ვახერხებთ. მსგავსი რამ ყველას გამოუცდია, თუმცა, ზოგიერთი ჩვენგანისთვის ამ ყველაფერს ქრონიკული ხასიათი აქვს.   ბიპოლარული აშლილობის ერთ-ერთი თანმდევი პროცესი ტვინის კოგნიტური ფუნქციის დარღვევაა. ეს უარყოფითად აისახება ადამიანის უნარზე, გაიგოს, ისწავლოს, აღიქვას, გააანალიზოს … Continue reading კონცენტრაციის ნაკლებობა, ანუ არეული კარადის პრინციპი